|
2025-01-06 15:06:08, 389 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უფლებამოსილების ამოწურვამდე, 20 იანვრამდე, გამოაცხადებს რუსეთის საწინააღმდეგო ახალ მასშტაბურ სანქციებს, რომლებიც შეეხება რუსული ნავთობის გადამტან ტანკერებს და იმ პირებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდიან დასავლეთის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ფასზე(ბარელი 60 დოლარი) უფრო ძვირად. აშშ-ისგან მოსალოდნელი ახალი სანქციების შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დასავლეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლით თავისი ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ძველ და ხშირად დაუზღვეველ ტანკერებს, რომლებიც სხვა ქვეყნების დროშებით დაცურავენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ათეულობით ასეთი გემის წინააღმდეგ სანქციები ადრეც დააწესეს. 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირმა ამ სიაში შეიტანა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 52 გემი. აკრძალულია ევროკავშირის პორტებში მათი შესვლა და ევროპული კომპანიებისგან მომსახურების მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)