2025-01-06 00:17:10, 515 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე 39-ე დღეა საპროტესტო აქცია იმართება
პროტესტის 39-ე დღეს დედაქალაქის ქუჩებში ისე საპროტესტო მსვლელობები ეწყობა. საახალწლო დღეების მიუხედავად, ხალხი პროტესტს მთავრობას დღის და ღამის განმავლობაშიც უცხადებს. ერთ-ერთ კერად კვლავ რჩება თეატრალური უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტები ღამეს ათენებენ. სოლიდარობის მიზნით დღეს თავისუფალი, აგრარული უნივერსიტეტის და ჯიპას სტუდენტები გაერთანდენ და მსვლელობით შეუერთდნენ უნივერსიტეტში გაფიცულ ახალგახრდებს.
სტუდენტებთან ერთად დგანან მუსიკოსებიც, რომლებიც არალეგიტიმურ ხელისუფლებას ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა ახლა მომღერლებმა და მუსიკოსებმა საქველმქომედო აქციების გამართვა დაიწყეს.
იზრდება დემონსტრანტების რაოდენობა, რომელთა მოთხოვნები უცვლელია:
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,