07:57 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 14:53:45, 441 ნახვა

მსოფლიო
ანალენა ბერბოკი სირიაში ჩავიდა

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო ევროკავშირის სახელით სირიას ეწვივნენ და სირიის დე ფაქტო ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინისტრები, რომლებიც დამასკოში დღეს დილით ცალ-ცალკე ჩავიდნენ, ასევე შეხვდებიან სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სირიის ყველაზე ცნობილ ციხეს, სედნაიას კომპლექს მოინახულებენ.

„ჩემი დღევანდელი მოგზაურობა - ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად და ევროკავშირის სახელით - არის ნათელი სიგნალი სირიელებისთვის: შესაძლებელია ახალი პოლიტიკური დასაწყისი ევროპასა და სირიას შორის, გერმანიასა და სირიას შორის“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამასკოში გამგზავრებამდე.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის პირველი მინისტრები არიან, რომლებიც სირიას ეწვივნენ მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს ამბოხებულებმა დამასკო აიღეს და პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics