|
2024-12-31 14:05:58, 459 ნახვა
მსოფლიო
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში სპეციალისტები ჩადიან
სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრაზილიაში ჩავლენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრაში, - ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს და ამ ქვეყნის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს - სამს აზერბაიჯანიდან და სამს რუსეთიდან“, - აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, შავი ყუთები ბრაზილიაში სამშაბათს ჩავა. „სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოპოვებული მონაცემები გადაეცემა ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დირექტორატს, ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ კატასტროფის გამოძიებაზე“, - აცხადებენ ბრაზილიის საჰაერო ძალებში. შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)