|
2024-12-25 17:55:15, 495 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 26-28 დეკემბერს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 26-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 26-27დეკემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 - 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსამდე დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსამდე დაიწევს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიწევს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 26 - 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსამდე დაიწევს“,- ნათავამია ინფორმაციაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)