|
2024-12-25 10:06:19, 467 ნახვა
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი და თორნიკე რიჟვაძე აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ, ზაზა შავაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის. ხელისუფლების წარმომადგენლები ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში ,,შპს იბერია ორბის ციტრუსს“ იმყოფებოდნენ, სადაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმო 24 საათის განმავლობაში 120 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღება-დახარისხებას და პარაფინირებას ახორციელებს. მიმდინარე წელს, საწარმო 1000 ტონამდე სტანდარტული ციტრუსის მიღებას და ექსპორტირებას, ასევე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებას გეგმავს. გადამმუშავებელ საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ევროსტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. დავით სონღულაშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ქარხანაც შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ დაათვალიერეს, რომელმაც ნედლეულის მიღება 30 ნოემბერს დაიწყო. ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს. შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს. აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი გადამმუშავებელი ქარხანა შეუფერხებლად იბარებს. დღეის მდგომარეობით, 28 ათას ტონამდე მანდარინის ექსპორტი უკვე განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; გადამუშავდა 5 400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც 1.9 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)