|
2024-12-24 17:00:33, 588 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ თაღლითობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის მოტყუებით მიღების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, დაბა ბაკურიანისთვის განკუთვნილი სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილის მშენებლობის პროცესში მისმა კომპანიამ კონკრეტული სამუშაოები შეასრულა - რეალურად კი აღნიშნული სამუშაოები შესრულებული იყო სხვა კომპანიის მიერ სხვა ტენდერის პირობებში. „ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის ზიანი მიადგა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულს მოსამართლის განჩინება ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც მისი კუთვნილი კომპანიებიდან დოკუმენტაცია უნდა ამოღებულიყო, თუმცა ბრალდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა და საგამოძიებო ორგანოს განჩინებაში მითითებული დოკუმენტაცია არ გადასცა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)