03:15 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 15:49:19, 435 ნახვა

პოლიტიკა
მელია - რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა - წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება

რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს - წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას განცხადებით, მმართველი პარტიის წევრები „ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და ამშვიდებდნენ სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს“.

„ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს. 

"თუ ტრამპი შეძლებს, ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება", - ამბობს მდინარაძე და უკვე ცხადია, რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ - რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები. 

წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება“,- წერს მელია „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics