05:01 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 22:10:14, 454 ნახვა

პოლიტიკა
„მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას“ - რინკევიჩსი ზურაბიშვილს ესაუბრა

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

როგორც რინკევიჩსმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას საქართველოს ევროპული გზის უზრუნველყოფისა და არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით.

"მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე. მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას საქართველოს ევროპული გზის უზრუნველყოფისა და არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით. პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული მუქარა მიუღებელია",- წერს ედგარს რინკევიჩსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics