14:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 13:30:23, 377 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის საგარეო - EU-ის წევრები გამონახავენ გზებს, რომ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ

ევროკავშირის წევრები გამონახავენ გზებს, რომ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

ლატვიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეთანხმდა, გააგრძელოს სავიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის.

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება იმ საჭიროებაზე, რომ დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვა ასევე პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშნინ, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი იყო დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე. კომისია წინადადებას ამ წელსვე წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics