|
2024-12-16 14:48:14, 410 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. შეგახსენებთ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავება თბილისში, 4დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მას შემდეგ მოხდა, რაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ქუჩაში უცნობი პირები დახვდნენ და მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)