|
2024-12-16 10:29:22, 421 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა - ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს თავი დღემდე ვერ დააღწიეს
სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი,- ასე ეხმაურება საქართველოს მთავრობა ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესებას. როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ სანქციების სია გააფართოვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ქვეყანამ სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. გუშინვე, განცხადება გაავრცელა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიასტუსის ბუდრისმა და თქვა, რომ ლიეტუვამ ასევე სანქციები დაუწესა 17 ქართველ პოლიტიკოსს, რომელთა შორის მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძეცაა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)