|
2024-12-14 21:34:10, 589 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის პროვოკაციას არ აჰყვეთ - რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს
მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ წერს. ხაზარაძის განცხადებით, რადგან მთავრობამ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ღონისძიებაზე უარი არ თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის „მიზანმიმართულად აწყობს პროვოკაციას“. „დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე უკვე მე-16 დღეა აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი. იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ, მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი. თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას - რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით. მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ, ე.წ. მთავრობას“, - წერს ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)