13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 20:10:31, 418 ნახვა

პოლიტიკა
მიხელსონი - დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა

დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მიხელსონის თქმით, კონსტიტუციური კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ორგანიზება.

„დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას აირჩიოს ახალი პრეზიდენტი შაბათს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კონსტიტუციური კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ორგანიზება“,- წერს მიხელსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics