2024-12-10 11:13:26, 555 ნახვა
პოლიტიკა
როთი EU-ს ლიდერებს - რას იტყვით თბილისში რომ ჩაფრინდეთ - ხალხი დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს, უკვე დაგავიწყდათ?
რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს - ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როთის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს ევროპული ღირებულებების დასაცავად აწყობს.
„რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს - ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა. ხალხი იქ დემონსტრაციებს არა მეტი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ?“- წერს როთი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,