2024-12-09 22:15:49, 1257 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც 2017 წლის არჩევნები ჩატარდა
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უცვლელი დარჩება მაჟორიტარების რაოდენობა, 4%-იანი საარჩევნო ბარიერი და ა.შ.
„2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული. ანუ არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება“,- თქვა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,