2024-12-09 20:19:18, 1273 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე პასუხი უნდა აგონ
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით,- აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე პასუხი უნდა აგონ.
"დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით",- წერს საელჩო სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,