|
2016-03-01 15:10:43, 633 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ
საქართველოს ისპრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა უახლოეს პერიოდში საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების მომავალი გეგმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული პრეზენტაციის მიხედვით მთავრობა მნიშვნელოვან გარღვევას გეგმავს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. „მთავრობა უახლოეს პერიოდში პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების მომავალი გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა ქუთაისი სვანეთის მიმართულებით. ეს იქნება ახალი გზა, რომლიც დააკავშირებს გომსა და რაჭას. ეს იქნება ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)