21:28 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 13:40:10, 438 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს ღირსების თაობის მხარდასაჭერად თსუ-დან რუსთაველისკენ მსვლელობას აანონსებს

დღეს 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, მე ამ ახალგაზრდებს შემიძლია დავარქვათ ღირსების თაობა, ყველანი უნდა შევიკრიბოთ თსუ-სთან და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ,- ამის შესაებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმის დასრულების გზა არის საყოველთაო ერთიანობა, საყოველთაო ერთსულოვნება“.

„დღეს 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, მე ამ ახალგაზრდებს შემიძლია დავარქვათ ღირსების თაობა, ყველანი უნდა შევიკრიბოთ თსუ-სთან და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ. ვიყოთ ძალიან ბევრი. დამარცხების, "ქართული ოცნების" აი ამ რეჟიმის დასრულების გზა არის საყოველთაო ერთიანობა, საყოველთაო ერთსულოვნება და იმ დიდი გაფიცვის, დიდი საყოველთაო დაუმორჩილებლობის ნიშნულამდე მისვლა, როდესაც რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშლება და უარს იტყვის,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics