|
2024-12-06 11:54:47, 445 ნახვა
სამართალი
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა - ანდროს დაკავება არის საჩვენებელი დასჯა - ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამის, ოთარ ჭიჭინაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავება საჩვენებელი დასჯაა. როგორც ოთარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, მისი შვილი აკეთებს იმას, რისიც სჯერა.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 დეკემბერს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა აწარმოეს, რის შემდეგაც ჭიჭინაძე სამართალდამცავებმა დააკავეს. პოლიციამ მსახიობი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ანდრო ჭიჭინაძე და მასთან ერთად დაკავებული 4 პირი „რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)