22:25 - 13 May, 2026
|
2024-12-04 20:52:51, 454 ნახვა
სამართალი
პოლიციამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა
სამართალდამცავებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. ხუთივე პირი ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან თავად პოლიციამ გაიყვანა. პარალელურად პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩხრეკის შემდეგ, ოფისიდან დალუქულ მდგომარეობაში, რამდენიმე ნივთი წაიღო. შეგახსენებთ, მანამდე, სამართალდამცავებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია, ახალგაზრდული ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ 2 წევრი - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)