|
2024-12-04 01:11:28, 425 ნახვა
სამართალი
ქალს რომელიც სპეცრაზმა შეითრია და დააკავეს 2600 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს
ნანა ტომარაძე, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა. "ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს", - განაცხადა ნანა ტომარაძის ადვოკატმა. ახალგაზრდა ქალის დაკავება წუხელ მოხდა. იგი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს სადაც ღამე გაათია. ნანა ტომარაძეს სახლში 11 წლის შვილი ელოდება. ცნობისთვის, 3 დეკემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ნანა ტომარაძე სპეცრაზმმა მას შემდეგ შეითრია კორდონში, რაც მან სპეცრაზმელის ფარს ფეხი დაარტყა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)