13:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 18:01:46, 340 ნახვა

საზოგადოება
ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ

ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი - დაინიშნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.

მათივე ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა.

თამარ გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა და ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics