2024-12-02 22:11:17, 375 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერი - მასობრივი საპროტესტო აქციები აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანებს მომავალი კვლავ ევროკავშირში სურს
მასობრივი საპროტესტო აქციები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მომავალი კვლავ ევროკავშირში სურს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა.
ფიშერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროკავშირის გზით წასვლა გადაწყვიტოს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ამ გზით წასვლა გადაწყვიტოს და ხალხს, რომლებსაც საპროტესტო აქციებზე ვხედავთ, ამ გზით სვლა სურთ. ასევე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მომავალი კვლავ ევროკავშირში სურს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,