02:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 04:56:54, 401 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაზს უშვებენ, მომიტინგეები მიდიან და ისევ უკან ბრუნდებიან

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, აქციაზე ისევ არიან დაშავებულები.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული მომიტინგეებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანებს ცარიელი მანქანები ცვლიან, სადაც ექიმები დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიას პერიოდულად ტოვებენ, თუმცა, საბოლოოდ, ისევ უკან ბრუნდებიან. შესაბამისად, აქციის არა ერთგზის დაშლისა და რუსთაველის გამზირის არა ერთხელ გაწმენდის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, დემონსტრანტები კვლავ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე რჩებიან.

მომიტინგეებს რუსთაველის გამზირს არაერთ მონაკვეთზე აღმართული აქვთ ბარიკადები, რომლებიც ქუჩის ე.წ. გრძელი სკამებით სკუტერებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მოაწყვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics