02:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 02:00:51, 344 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევა და დაკავება მიმდინარეობს

წყლის ჭავლის გაშვებისა და დარბევის პარალელურად, ძალოვნებმა აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყეს. ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით სამი ადამიანი რობოკოპებმა პარლამენტის შენობის მიმდებარედ - ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებიდან აიყვანეს. 

გაზი გაუშვეს ქაშუეთის ეკლესიის ეზოშიც.

პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ადგილი აქვს სპეცრაზმსა დააქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას. აქციის მონაწილეების დაკავებას სხვა მომიტინგეების მხრიდან პროტესტი ახლავს.

პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის გარდა, ინციდენტებს აქვს ადგილი ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზეც. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს ოთხივე შესასვლელთან დაძაბული ვითარებაა.

 "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტიც ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 არასრულწლოვანი დააკავეს. მათ შორის 14 წლის მოზარდია.

ბლოგერი და აქტივისტი ბექა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა დაკავება მოხდა მის წინ. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი არარსრულწლოვანი იყო 13 წლის მას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა თავში ქვა გაარტყა. რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics