03:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 16:52:16, 429 ნახვა

პოლიტიკა
ახალი თეატრი - დაპატიმრებულია ახალი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი 28-30 ნოემბრის აქციების დროს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი მსახიობის გიორგი ბახუტაშვილის დაკავებასა და დასის სხვა წევრებზე ფიზიკურ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაპატიმრებულია ახალი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებსა და უამრავ ახალგაზრდას.

„დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ჩვენი უცვლელი მაყურებელია. თეატრის უმთავრესი დანიშნულებაა, ზუსტად გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის პულსაციას და იდგეს თავისი მაყურებლის გვერდით, თეატრის კედლებში და მის გარეთ. ვისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ის ხალხი ახლა ქუჩებში დგას და იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს რეპერტუარს და ვიმოქმედებთ ქვეყანაში მოვლენების და პროცესების განვითარების მიხედვით.

ძვირფასო მაყურებელო!

დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის .

თქვენი შეძენილი ბილეთები სპექტაკლებზე:

30 ნოემბრერი "მეფე ლირი"

1,2 დეკემბერი "შეყრა"

3,4 დეკემბერი "გაყრა"

5,6 დეკემბერი "მე გადმოვცურავ ზღვას" -

 შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge ან დაელოდოთ ახალი თარიღების გამოცხადებას

სიყვარულით და პატივისცემით

 ,,ახალი თეატრი”,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics