08:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 03:15:31, 388 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა დაიწყო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო. 

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.

არიან დაშავებულებიც, რომლებსაც პირველად დახმარებას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები უწევენ.

დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

მანამდე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. 

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics