10:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 13:27:54, 386 ნახვა

პოლიტიკა
„ძლიერი საქართველოს“ წევრებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართეს.

ინდივიდუალური განცხადების სახით პარლამენტს კოალიცია „ძლიერი საქართელოს“ 14-მა წევრმა მიმართა.

„ეს არის მიტაცებული ხალხის ხმა. საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩვენ არ გვაქვს სურვილი, დავჯდეთ იმ პარლამენტში და დარბაზში, სადაც არიან “შულერები“, მიმტაცებლები და ჩვენი ქვეყნის მომავლის წამრთმევები. თქვენ იცით, რომ ჩავხსენით სიები, დღეს ვწერთ განცახდებას, ჩავაბარეთ და დაველოდებით რეაგირებას. მე მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ რუსულ მთავრობას გავისტუმრებთ; მაქვს იმედი და რწმენა, რომ ჩატარდება ხელახალი არჩვენები და ეს რუსული მთავრობა იქნება ბილეთების ძებნაში, როგორ გაიქცეს აქედან“,- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 ნოემბერს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმაც მიმართეს.

მანამდე კი, 26 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics