12:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 14:44:30, 438 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ვამაყობ ჩემი გუნდით, ლიდერებით, მეგობრებით - საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე უარს ვამბობთ

ვამაყობ ჩემი გუნდით, ლიდერებით, მეგობრებით,- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია კოალიციის წევრების მიერ პარლამენტის მანდატების გაუქმების ოფიციალურ მოთხოვნას.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები “საბჭოთა საქართველოში შესასვლელ საშვებზე უარს ამბობენ“.

“ვამაყობ ჩემი გუნდით, ლიდერებით, მეგობრებით! საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს“,- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, გუშინ, 26 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ, მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს.

დღეს, 27 ნოემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
ისრაელი იმედგაცრუებულია აშშ-ირანის შეთანხმებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics