|
2024-11-27 13:43:29, 436 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ივანიშვილი ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ტრაგედიას ვერ ხედავს - იმიტომ, რომ კალაძე ჰყავს ასეთი მაგალითი
რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა თავად ივანიშვილი გყავს,- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. როგორც მელიამ განაცხადა, “ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს“.
შეგახსენებთ, დღეს, 27 ნოემბერს მმართველი პარტიის უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი შედის. საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)