|
2024-11-26 13:12:32, 735 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ტურიზმის სამიტი 2024 გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის სამიტ „ტურისტერს“, რომელიც 6-7 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება. ღონისძიებაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ტურიზმის სფეროში არსებულ გლობალურ და ადგილობრივ ტენდენციებს, გაიზიარონ საერთაშორისო კომპანიების ლიდერების გამოცდილება და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და ამ დარგის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ტურისტერი სამ ძირითად საკითხზეა ფოკუსირებული, ესენია:
2024 წლის სამიტზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლები, როგორებიცაა Booking.com, Amadeus და სხვები. ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსიები და ვორკშოპი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები - „საქართველოს ბანკი“ ბიზნესი, ბეტა პრინტი. სპონსორები - სასტუმრო Colosseum Marina, GURU Holding, Exely, TripCamp, USAID. ღონისძიების ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბმულს.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)