16:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 13:23:07, 445 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

როგორც პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მას ელჩებისთვის მოსაწვევები არ გაუგზავნია.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით“ მიიღო.

„მოწვევები დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. რაც შეეხებათ ელჩებს, ისინი მოწვეულები არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი რაც შეეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას და მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება - სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics