19:43 - 18 Jun, 2026
|
2024-11-19 13:40:20, 375 ნახვა
პოლიტიკა
სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტის თავმჯდომარეს“ მიმართა. დოკუმენტის სკანირება სამშაბათს, 19 ნოემბერს ღამით, ბჟანიას პრესსამსახურმა გამოაქვეყნა. მან ეს ნაბიჯი განმარტა „სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნების მიზნით“. ასლან ბჟანიამ თანამდებობის დატოვების მზადყოფნა ორი დღით ადრე გამოაცხადა. ბჟანიას პრესსამსახურში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ ეს მოთხოვნა 19 ნოემბერს არ დაკმაყოფილდება, ის თანამდებობიდან გადადგომის წერილს უკან გამოიტანს. ის აფხაზეთის „პარლამენტმა“ იმავე დღეს უნდა განიხილოს. რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომის შემდეგ მას „ვიცე პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)