01:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 11:44:44, 397 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დებატები - „ოცნების“ პოლიტიკის გამო, საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა

მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არის ღია, "ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

წითლიძის თქმით, დებატები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

"ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დებატები, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როდესაც ჩვენ ევროპელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს ევროკავშირის კარი არის ღია, თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მაგრამ "ქართული ოცნების" პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მივიღეთ ის, რომ გუშინ ევროპარლამენტში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, საუბარი იყო ბიულეტენების ჩაყრაზე, დაშინებაზე და ამ ყველაფერზე დისკუსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი, განვითარების შანსი და კეთილდღეობის შანსი თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის",- განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატები გაიმართა. დებატებზე საუბარი იყო როგორც სანქციების, ისე სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics