2024-11-11 09:31:01, 395 ნახვა
პოლიტიკა
როთი - შეხვედრას პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან მოუთმენლად ველით
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ვიზიტს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება.
როგორც როთი X-ზე წერს, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარეების დელეგაცია შეხვედრას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართავს.
"მივემგზავრებით თბილისში საქართველოს მეგობრებთან ერთად: ჟიგიმანტას პავილიონისი, მარკო მიხელსონი, ინარა მურნიეცე, ჯუკა კოპრა, ფრედერიკ პეტი, ერიკ ოტოსონი, მიჰაუ კამინსკი. მოუთმენლად ველით შეხვედრას პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და სტუდენტებთან. სამწუხაროდ, არა ხელისუფლების ან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან. საქართველო ევროპაა!" - წერს როთი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,