2024-11-09 12:12:40, 400 ნახვა
პოლიტიკა
პავილიონისი - ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით
ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით,- ამის შესახებ ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პავილიონისის თქმით, საქართველო ევროპაა და არა რუსეთი!
"ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ჩერჩილის მომენტი - ახლა დროა საქართველომ გადაწყვიტოს. საქართველო ევროპაა და არა რუსეთი! ",- წერს პავილიონისი.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,