03:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 16:21:36, 1232 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, დეპარტამენტის მენეჯმენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2024“ შეხვედრები მიმდინარეობს წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.

"მათ შორისაა: Euronews, BBC, Wanderlust, Rough Guides, National Geographic, Matador Network, Food and Travel Magazine, Adventure Travel Trade Association, Amadeus და Mail Metro Media. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარის მრავალფერავანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს, 20-ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics