2024-11-07 11:13:33, 382 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! - ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას, რომელსაც თვითონ უნდა ეძებდეს
ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! - ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელსაც თვითონ უნდა ეძებდეს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, მტკიცებულებების წარდგენა სთხოვეს.
„აინტერესებდათ მტკიცებულებები და რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებგვერდების მისამართების, სადაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, ნახოს წყება მტკიცებულებების, რა ხდებოდა არჩევნების დღეს“,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,