2024-11-06 13:06:12, 383 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ტრამპზე - მისი ლიდერობა გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას ხელს შეუწყობს
პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას.
"პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონალურ მშვიდობას და უზრუნველყოფილი იქნება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა!" - აღნიშნავს პრემიერი.
წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, "რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,