2024-11-04 20:23:15, 429 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - გეგმა რა არის? - გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება!
გეგმა რა არის? - გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოპოზიციის გეგმას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც წარმოადგენს.
„26 ოქტომბერს ივანიშვილმა არა მხოლოდ მოგვპარა არჩევნების უფლება, არა მხოლოდ მოგვპარა ევროპული მომავალი, არა მხოლოდ ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია, არამედ დაიჯერა, რომ ქართველი ხალხი ამ ქურდობას შეეგუებოდა. მინდა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა. შევეგუებით ამ ქურდობას? - არა!...
გეგმა რა არის? - გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები; გეგმა რა არის? - გეგმა არის შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებამდე!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,