2024-11-04 16:03:43, 392 ნახვა
პოლიტიკა
სანდუ ქართველ ხალხს - აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცითა და მონდომებით - ძლიერად დადექით, მოლდოვა თქვენ გვერდითაა
გუშინ მოლდოველმა ხალხმა ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვასა და ჩვენს რეგიონში გრძელდება,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
სანდუმ აღნიშნავს, რომ ის აღფრთოვანებულია ქართველების სიმტკიცით და მონდომებით და ამბობს, რომ მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდითაა.
"გუშინ მოლდოველმა ხალხმა ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვასა და ჩვენს რეგიონში გრძელდება.
მინდა, მივმართო ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცითა და მონდომებით, ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. ძლიერად დადექით, მოლდოვა თქვენ გვერდითაა",- წერს სანდუ.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,