2024-11-04 15:03:21, 283 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ უკვე სხვა ფერები ელანდებათ
მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მის ბრიფინგზე წარმოდგენილ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.
მისი თქმით, „როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შეთანხმდებიან, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“.
„მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება.
როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შევთანხმდებით, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“,- წერს შალვა პაპუაშვილი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),