2024-11-04 09:41:06, 431 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა
მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ზურაბიშვილი წერს, მოლდოვის არჩევნები საქართველოს „მოპარული არჩევნების“ საუკეთესო „მტკიცებულებაა“.
"მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო "მტკიცებულებაა": რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს",- წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,