09:01 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 18:04:55, 780 ნახვა

ეკონომიკა
დავით ნარმანია: ბიზნესის ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“  განაცხადა. 
დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით რეფორმებს და პროექტებს ეკონომიკური განვითარების სამსახური გააგრძელებს.
„ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სერვისების მიწოდებაზე, სერვისის მიწოდების პროცედურების გამარტივებაზე. არის სექტორები, რომელთაც ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ჭირდებათ.  როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში,  ეკონომიკურ სამსახურს ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური ერქვა. თუმცა პოლიტიკას ეკონომიკის სექტორში ცენტრალური მთავრობა ატარებს. ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენს ეკონომიკურ სამსახურს ერქმევა ეკონომიკური განვითარების სამსახური და ის განახორციელებს ბიზნესის განვირთარებასთან დაკავშირებულ პროექტებს და პროგრამებს. კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული უწყებები ერთ სამსახურში გაერთიანდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics