2024-11-02 16:10:11, 409 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ჩვენ ახლა ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ - ეს არის ქუჩის პროტესტი
ჩვენ ახლა ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, “ეს არის საერთო, ეროვნული ბრძოლა, რომელმაც ქართველ ხალხს ქვეყანა უნდა დაუბრუნოს“.
“ჩვენ ახლა ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და ძალიან მწვავე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვემზადებით, ორშაბათს იქნება აქცია, საზოგადოებაში უამრავი ჯგუფი, აქტივისტია, რომელსაც ბევრი იდეა აქვს, დღეს ჩვენ ამ ჯგუფებთან შეხვედრა გვაქვს, რომ მათი აზრები მოვისმინოთ, ამ პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამასთანავე, ჩართულობა ყველასი უნდა იყოს, რადგან ეს არის საერთო, ეროვნული ბრძოლა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვიბრუნოს“,- განაცხადა ხოშტარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,