20:40 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-02 14:50:14, 396 ნახვა

მსოფლიო
BBC - ესპანეთის მთავრობა ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის

ესპანეთის მთავრობა ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვალენსიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში უკვე 1 700-ზე მეტი ჯარისკაცია ჩართული.

მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 205-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ვალენსიასა და მის მიმდებარედ, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პირობა დადო, რომ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics