|
2024-11-01 20:37:36, 317 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას. ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველე მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს. როგორც გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, "საქართველოს ხელისუფლება ვერ გაიზიარებს იმ კრიტიკულ პოზიციას, რომელიც შესაძლოა ევროკავშირს ჰქონდეს აზიისა თუ აფრიკის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რადგან მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სტრატეგიის რეალიზება". მისივე თქმით, ყველა საკვანძო მნიშვნელობის საკითხზე საქართველოს რეიტინგები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მაჩევენებლებს, შესაბამისად, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე.
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)