12:53 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 15:33:53, 291 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი, ნინო ლომჯარიას არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ის ელოდება ლომჯარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ან არავინ უნდა ენდოს და აზრი არ მოეკითხება, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას არწმუნებდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, ან მან უნდა აღიაროს, რომ მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა და საზოგადოების არასწორად ინფორმირებით, სურს არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს".

"ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ უმეცარია, აზრი არ მოეკითხება და მას არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი  არჩევნების გაუყალბებლობაში  არწმუნებდა საზოგადოებას ან იტყვის სიმართლეს, რომ ის არის აფერისტი, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა, მოტივირებულია, რომ არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს და დაინტერესებულია საზოგადოების არასწორი ინფორმაციით გამოკვებით ამ ყველაფრის მორალი კი ის არის, რომ ნინო ლომჯარიასთანები ფეხქვეშ თელავენ ჩვენი საზოგადოების ხმებს და ამით ცდილობენ ადამიანების არჩევანი დაასამარონ",- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, "ფორმულას" ეთერში არჩევნებამდე ამბობდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, ხოლო, ხმის ფარულობასთან დაკავშირებით აცხადებდა: "სრულიად დარწმუნებული იყავით ჩვენო მოქალაქეებო, რომ კონფიდენციალურობა და ის, რომ ვიღაცა შემდეგ გაიგებს თქვენს ხმას, გამორიცხულია".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics