16:30 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 22:36:30, 454 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები დაცული იყოს [ვიდეო]

მინდა, პირველ რიგში მადლობით დავიწყო, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც რომ, ძალიან ემოციური დღეა, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვისათვის.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მხარდამჭერებს, რომლებიც ამ ხნის მანძილზე მიღებული შეურაცხყოფის და ბულინგის მიუხედავად, არ გატყდა და იდგა იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები. დაცული იყოს პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები და რა თქმა უნდა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. 

მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდა და თავისი პრინციპულობით იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“,- განაცხადა კალაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics